გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.  ტყეში  მეხანძრე მაშველები ვერ შედიან, რადგან ტერიტორია  ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.  თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

მაღალმთიანი სოფელი მუჟავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შედის. ის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და საბოლოოდ, ეს შედეგს გამოიღებს
შემდეგი სტატიაგურიაში ხანძარია -ერთ ჰექტარზე ხე-ბუჩქნარი იწვის