გურიაში ხანძარია -ერთ ჰექტარზე ხე-ბუჩქნარი იწვის

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ აცანისა და მამათის საზღვარზე, იწყვის ხე-ბუჩქნარი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსნადრე სარიშვილის თქმით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე თქმით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.
“ძალიან მიუვალი ადგილია და წუხელ ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ამ დილით დამატებითი ჯგუფები წავიდნენ და სავარაუდოდ, მალე მოხდება ხანძრის ჩაქრობა, – გვითხრა მერმა.

 

 

 

 

ავტორი: ნატო გოგელია

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში, გამოდიან აქციებზე, ეწევიან დეზინფორმაციას და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით