წალენჯიხაში მოსახლეობა ახალი შიდა გზით ისარგებლებს

მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გზის რეაბილიტაცია წალენჯიხაში, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, რაც მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილებს გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში კეთდება 6 კმ.სიგრძის შიდა გზა.

პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

banner
წინა სტატიაშიავტომფლობელს “სითი პარკის“ ბარათის შეძენა მაინც მოუწევს
შემდეგი სტატიამოსამართლეთა შერჩევის პროცესში თითქმის, იგნორირებულია ევროსასამართლოს პრეცედენტები – ანა დოლიძე