მოსამართლეთა შერჩევის პროცესში თითქმის, იგნორირებულია ევროსასამართლოს პრეცედენტები – ანა დოლიძე

ანა დოლიძის მოსაზრებით, სასამართლოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნას წილისყრით, თავად მოსამართლეების მიერ და არა იუსტიციის საბჭოს მიერ.იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღნიშნულ ინიციატივას საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.
”თავმჯდომარის არჩევის დასაბუთება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი სახელმწიფო უკვე მიემართება სასამართლოს დეკომუნიზაციისკენ. ანუ, შორდება იმ გაგებას, რომ თავმჯდომარე არის სასამართლოს დირექტორი. მენეჯერული ფუნქციებისთვის სასამართლოში არსებობს სასამართლოს მენეჯერი. თავმჯდომარეს აქვს მხოლოდ წარმომადგენლობის ფუნქცია. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი, როდესაც სასამართლო იყო სასამართლოს დირექტორი იმით, რომ თავმჯდომარედ დანიშვნა არ უნდა ითვლებოდეს პრივილეგიად, წახალისებად, შექებად იუსტიციის საბჭოს მხრიდან. ამიტომ, თავმჯდომარე უნდა აირჩიონ თავად მოსამართლეებმა ისიც, შემთხვევითად, წილისყრით, ამავე დროს, არა ხუთი წლით, არამედ სამი წლით. ეს გამოიწვევს იმას, რომ დასრულდება პროცესი, როდესაც თავმჯდომარე იყო უფროსი, დირექტორი. მას დარჩება მხოლოდ და მხოლოდ უწყების წარმადგენლობის ფუნქცია”, – განაცხადა დოლიძემ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ანა დოლიძე განსახილველად დააყენებს სხვა ინიციატიავს, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სანამ უვადოდ გაამწესებს მოსამართლეს, უნდა გაითვალისწინოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. საუბარია იმ ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე, რომელიც შემდეგ ევროსასამართლოში გასაჩივრდა. დოლიძის თქმით, არსებობს სამოცზე მეტი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით სტრასბურგში გასაჩივრდა და მათ შორის არის გახმაურებული საქმეები.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში მოსახლეობა ახალი შიდა გზით ისარგებლებს
შემდეგი სტატიააქცია მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად – პრეზიდენტს ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართავენ