წალენჯიხაში ახალი პოლიციის შენობა აშენდება

წალენჯიხაში შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში ახალი პოლიციის შენობას ააშენებს.

პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს შეუწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რომელსაც სათანადო სოციალური და შრომის პირობები ექნება.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიასოლოლაკში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა