სოლოლაკში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

სოლოლაკში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ სახლს, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს და გამაგრებას არ ექვემდებარება.

მთაწმინდის გამგეობამ მოსახლეობის ნაწილი ქირით გაიყვანა, დარჩენილ ნაწილთან კი კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია 17 ოჯახზე, რომელიც ამ დრომდე ავარიულ შენობაში იმყოფება.

გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები სპეციალისტების მიერ უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ახალი პოლიციის შენობა აშენდება
შემდეგი სტატიალია გიგაური ციხელაშვილის მოადგილედ დანიშნეს