პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის წინააღმდეგ “სპეციალური ეკონომიკური ზომების” შესახებ. დოკუმენტში, რომელიც კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია “არამეგობრული და საერთაშორისო ნორმების წინააღმდეგ უკრაინის ქმედებების გამო, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე შემზღუდავი ზომების მიღებასთან” – ნათქვამის ბრძანებაში. როგორც ტექსტიდან ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ზომები, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის. მას მთავრობა შეიმუშავებს, გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეადგინოს იურიდიული და ფიზიკური პირების სია, რომელთა წინააღმდეგაც ის განხორციელდება – “ბიბისი” წერს. ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა. ის გაუქმდება, თუკი კიევი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს მოუხსნის.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის პრემიერმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ახალი პოლიციის შენობა აშენდება