წალენჯიხა დაისეტყვა

ამ წუთებში წალენჯიხაში ძლიერი წვიმაა. ათიოდე წუთის წინ ძლიერი სეტყვაც წამოვიდა. უხვად მოსულ ნალექს წალენჯიხისთვის რაიმე სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. მდინარე ჭანისწყლი კალაპოტიდან არ არის გადმოსული. როგორც „თაიმერის“ კორესპოდენტი ჩხოროწყუდან იტყობინება, იქაც ადგილი აქვს კოკისპირულ წვიმას. ზარალის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სოციალურ ქსელში ვრცელდება სტიქიის ამსახველი კადრები.

tsalenjikhatsalenaaaaaaaa

 

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიასავაჭრო-სამრეწველო პალატის მემორანდუმი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში