სავაჭრო-სამრეწველო პალატის მემორანდუმი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში

„აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი – აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით მეორე ფორუმი 2016“ – ამ სახელწოდების ღონისძიება ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში იმართება, სადაც აღმოსავლეთ ევროპის 16 და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაა წარმოდგენილი.

ფორუმზე საქართველოს მხრიდან სავაჭრო- სამრეწველო პალატაა წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა – ნინო ჩიქოვანმა მემორანდუმს მოაწერა ხელი. გარდა მჭირდო თანამშრომლობისა, რომელიც ბიზნეს სწრეების ერთმანეთთან დაკონტაქტებასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად- დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის სინძიანის პროვინციაში მშენებარე სერვის ცენტრში ფართის გადმოცემას ითვალისწინებს. სერვის-ცენტრი ამჯერად შენდება და მისი გახსნა 2017 წლის იანვრიდან არის დაგეგმილი. ცენტრის მთავარი მიზანი „ერთი გზა- ერთი სარტყელის“ ინიციატივაში ჩართული ქვეყნების აქტიური კომუნიკაცია და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებაა. მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და „ხინ ჯიანგ ლინ ჯუნ ში იე ჰოლდინგს“ შორის გაფორმდა. სწორედ ამ ჰოლდინგის ხელმძღვანელი უდგას სათავეში „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში დაგეგმილი სერვის ცენტრის პროექტს.

ფორუმზე, რომელიც სინძიანის პროვინციაში 2 დღის განმავლობაში იმართება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გარდა მიწვეულნი არიან სხვა და სხვა კომპანიებისა და საწარმოების წარმომადგენლები, ასევე 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, აზიის განვითარების ბანკი, 3დ პოლიგრაფიის მსოფლიო ალიანსი, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები, რამდენიმე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელი პირები – ჯამში 800-მდე მონაწილე.

დისკუსიის მიზანია „ერთი გზა- ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზების მოძიება.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა დაისეტყვა
შემდეგი სტატიაობამამ კანონს, საუდის არაბეთზე სასამართლოში საჩივრის შეტანის თაობაზე ვეტო დაადო