ტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობის მსოფლიო სიიდან ამოიღეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კლასიფიკაციის ახალი გამოცემა დაამტკიცა, სადაც ტრანსგენდერობა განხილულია არა როგორც ფსიქიკური აშლილობა, არამედ, “სექსუალურ ჯანმრთელობასთან” დაკავშირებული საკითხი.
დაავადებათა კლასიფიკაციის უკანასკნელ გამოცემაში, რომელიც ერთი წლის წინ გამოიცა, ტრანსგენდერიზმი განიხილებოდა როგორც დაბადებისთანავე სქესის გაურკვევლობა. მომდევნო ვერსიაში ის ითვლებოდა, როგორც იდენტობის დარღვევა და განხილული იყო, როგორც “ფსიქიკური და მოქმედი აშლილობა”.

“ჩვენ უფრო კარგად გავიგეთ, რომ ეს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი არ არის. მანამდე, სანამ ტრანსგენდერები ფსიქიკური აშლილობის განყოფილებაში იყო, ეს საზოგადოებაში სტიგმატიზაციას იწვევდა” – ჯანმადცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში ექსპერტმა ლეილ სეიმ თქვა – “ბიბისი” წერს.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა გრემ რიდმა ქვეყნებს მოუწოდა ეროვნული ჯანდაცვის სისტემის რეფორმები ჩაატარან და კანონები მიიღონ იმისთვის, რომ “ეს მოძველებული დიაგნოზი” შეცვალონ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში “რუსული მაფიის” საქმეზე განაჩენი გამოიტანეს
შემდეგი სტატიაიაპონია კურილებზე რუსული გამანადგურებლების განთავსებით შეშფოთებულია