იაპონია კურილებზე რუსული გამანადგურებლების განთავსებით შეშფოთებულია

იაპონია შეშფოთებულია კურილის არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში რუსული განამადგურებლების განთავსებით – განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ. 

“სარაკეტო სწავლებები და გამანადგურებლების განთავსება” იურიდიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, დაუშვებელია. ანალოგიური პოზიცია გაასაჯაროვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტაკესი ივაიამ. “იაპონიის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ძალების გაძლიერება დაუშვებელია იაპონიისთვის” -განაცხადა ივაიამ Kyodo News-თან საუბარში.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ლავროვმა იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების გამო შეშფოთებას გამოხატავს -წერს  რუსული მედია.

 

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობის მსოფლიო სიიდან ამოიღეს
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურ მდივანს კარლ დიდის პრემია გადაეცა