ესპანეთში “რუსული მაფიის” საქმეზე განაჩენი გამოიტანეს

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო პალატამ 30 მაისს ე.წ. “რუსული მაფიის” წევრებს, სულ, რუსეთის, საქართველოსა და ესპანეთის 14 მოქალაქეს, განაჩენი გამოუტანა. თუმცა, საქმე ჯერ არ დაუხურიათ, რადგანაც მისი მნიშვნელოვანი ფიგურანტი ტარიელ ონიანი, იგივე ტარო, ჯერჯერობით, სასამართლოს წინაშე არ წარმსდგარა.

პროკურატურის თქმით, ეს “საგა” 90-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ესპანეთში ტატუირებული, ჟოლოსფერ პიჯაკებში გამოწყობილი ოქროსჯაჭვიანი მამაკაცები პირველად გამოჩნდნენ. უწყების თქმით, საბჭოთა კავშირში ,,რკინის ფარდის” ვარდნის შემდეგ, ქართველები ქვეყანაში თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ.

,, ისინი (მაფიის წევრები-რედ) სხვადასხვა ენებზე საუბრობდნენ, მაგრამ მათ ერთმანეთთან არა მხოლოდ ჟოლოსფერი პიჯაკი, არამედ, წარმომავლობაც აერთიანებდათ – ყოფილი საბჭოთა კავშირი. ესპანეთში ,,რუსული მაფიის” ყველაზე მეტი წარმომადგენლები ქართველები არიან” – განაცხადა პროკურატურის წარმოამდგენელმა “დოიჩე ველესთან” საუბარში თქვა.

ოპერაციაში, რომელიც 2005 წლიდან იგეგმებოდა, ჩართულები იყვნენ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, ებრაელი და რუსი სამართალდამცველები. მაშინ ონიანმა გაქცევა მოახერხა – ის ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარდა, თან ისე, რომ თავისი 12 წლის შვილის წაყვანა ვერ მოახერხა, რომელზეც, შემდეგ სოციალურმა სამსახურებმა იზრუნეს.

განსასჯელებს სამიდან 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა 8 წლამდე ვადას ითხოვდა. ყველა დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს, რადგანაც, “გამოძიება ისედაც გაჭიანურდა” და მათ ეს ვადა უკვე მოიხადეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დაახლოებით 70 სამხედრო პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიატრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობის მსოფლიო სიიდან ამოიღეს