ტრამპს აშშ-ს სამი შტატი აუჯანყდა

,,პრეზიდენტის მიერ მიღებული უგუნური გადაწყვეტილება,, ასე უწოდა კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე.
Time-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიის გუბერნატორს კიდევ ორი შტატის – ნიუ იორკისა და ვაშინგტონის გუბერნატორებმა ენდრიუ კუომომ და ჯეი ინსლიმ აუბეს მხარი. სამივე შტატის ხელისუფლებამ კლიმატთან დაკავშირებული ალიანსი შეკრა, რათა ამერიკის სახელით მხარი დაუჭირონ კლიმატის შესახებ მიღებულ პარიზის შეთანხმებას, რომელსაც მსოფლიოს 200-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ გაერომ ტრამპის გადაწყვეტილებას კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, სამწუხარო და დასანანი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიროგოზინი NATO-სთვის ჯადოს მოხსნით იმუქრება
შემდეგი სტატიასოროსსა და პრეზიდენტ ორბანს შორის ომი დაიწყო