ტრამპმა თქვა, რომ გუგლს, ტვიტერს და ფეისბუქს სასამართლოში უჩივლებს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტექნიკური გიგანტების Google-ის, Twitter-ისა და Facebook-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს ცენზურის გამო, რომლის მსხვერპლიც ის გახდა.
ჯგუფური საჩივარი, ასევე, სამივე კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ არის მიმართული.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ტრამპის გვერდები კაპიტოლიუმში მიმდინარე არეულობების ფონზე “ტვიტერმა” და “ფეისბუქმა” დაბლოკეს.

ოთხშაბათს ტრამპმა სარჩელს “ჩვენი თავისუფალი სიტყვის ძალიან ლამაზი განვითარება” უწოდა.

პრეს-კონფერენციაზე, როემლიც მან საკუთარ გოლფ-კურორტზე გამართა, ნიუ-ჯერსის შტატში, ის სოციალური ქსელების და დემოკრატების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლებიც დეზინფორმაციას უჭერდნენ მხარს. მან აღნიშნა, რომ თუკი კომპანიებს ტექნიკურად შესაძლებელი აქვთ პრეზიდენტი დაბლოკონ, მათ ამის საშუალება ექნებათ სხვა ნებისმიერ პირთანაც.

banner
წინა სტატიაშიდუშანბე ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიააპატურაი: ნატოს სამოქმედო გეგმის მისაღებად ან წევრობისთვის გარკვეული კრიტერიუმების შესრულება საკმარისი არ არის