ტრამპმა მედიას “ხალხის ნამდვილი მტერი” უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას “ყალბი ახალი ამბების” შედეგი უწოდა. მან ორშაბათს მასმედიას “ხალხის ნამდვილი მტერი” უწოდა. “ჩვენს ქვეყანაში მრისხანებაა გამეფებული, რომელიც გარკვეულწილად გამოწვეულია არასწორი, მეტიც, ყალბი ინფორმაციით” – “ტვიტერში” დაწერა ტრამპმა. მან მედიას მოუწოდა “შეწყვიტონ ღია და აშკარა მტრული დამოკიდებულება და ხალხს მიაწოდონ ჭეშმარიტი, ნამდვილი სიახლეები”. “ფეიკ სიახლეები ყველაფერს აკეთებს, რომ რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს და მე ბრალი დაგვდონ სიძულვილსა და განხეთქილებაში, რომელიც დიდი ხანია უკვე ჩვენს ქვეყანაშია. სინამდვილეში ეს მათი ყალბი სიახლეები და არა გულწრფელი რეპორტაჟები იწვევენ პრობლემებს, იმაზე სერიოზულს, ვიდრე ამას იაზრებენ თვითონ” – Associated Press- ი წერს.

ტრამპს მედია არა ერთხელ გაუკრიტიკებია როგორც წინასაპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე პრეზიდენტობის განმავლობაშიც.

banner
წინა სტატიაშიჯულიან ასანჟი ამბობს, რომ ეკვადორს სურს მას თავშესაფარი წაართვას
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია