არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია

ენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

“წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი” – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მედიას “ხალხის ნამდვილი მტერი” უწოდა
შემდეგი სტატიავაშაძე 38.7%,ზურაბიშვილი 37.4% – 8 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დათვლის შედეგები