ჯულიან ასანჟი ამბობს, რომ ეკვადორს სურს მას თავშესაფარი წაართვას

Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოში ყოფნის კონდიციის შეცვლის გამო საელჩოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ორშაბათს ასანჟმა განაცხადა, რომ ეკვადორის მთავრობას მისი თავშესაფრის გარეშე დატოვება და აშშ-სთვის გადაცემა სურს – ასანჟის თქმით, ამაზე მეტყველებს საელჩოში მისი ყოფნის შესახებ ახალი პირობები, რომელიც მას წაუყენეს.
ასანჟმა ჩვენება ვიდეოკავშირით მისცა. ის აპროტესტებს ახალ წესებს, რომლის თანახმადაც ასანჟმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური და ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი, გარდა ამისა, განსაკუთრებით იზრუნოს კატაზე. მან მოსმენაზე წესების შეცვლას იმის ნიშნები უწოდა, რომ მას საელჩოდან გაასახლებენ. მისი აზრით, ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა, ოფიციალურად ამის განკარგულება ჯერ არ გაუცია.

ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან აფარებს თავს. მას ეშინია, რომ ბრიტანეთი აშშ-ს გადასცემს, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

banner
წინა სტატიაშიტრამპი მიგრანტებს: ჩვენი სამხედროები გელოდებიან
შემდეგი სტატიატრამპმა მედიას “ხალხის ნამდვილი მტერი” უწოდა