ტრამპმა კიმ ჩენ ინს კადაფის ბედი შეახსენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი, კიმ ჩენ ინი “ლიბიური სცენარის” შესაძლო განმეორებაზე გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუკი მათი შეხვედრა არ შედგება – “ბიბისი ნიუსი” წერს. ტრამპის თქმით, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ბედი კიმს იმ შემთხვევაში არ ეწევა, თუკი ის პირობას შეასრულებს და უარს იტყვის ატომურ შეიარაღებაზე. ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთკორეის ლიდერთან შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გაიმართოს და რომ აშშ-ს ადმინისტრაციას გეგმების შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ადრე ჩრდილოეთ კორეა და ლიბია ერთმანეთს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა შეადარა. მან გაიხსენა, რომ 2003 წელს კადაფიმ უარი თქვა ატომური იარაღზე, თუმცა, 2011 წელს ის ამბოხებულებმა მოკლეს, რომელთაც დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდათ. მისი სიკვდილის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად რამდენიმე ტერიტორიად დაიშალა, რომელთაც სხვადასხვა ჯგუფები აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშისომხეთში კანონიერი ქურდების დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ყირიმის სტატუსის შეცვლა დააანონსა