ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მსოფლიო “პოლიციელის” როლს არ ითამაშებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მსოფლიო “პოლიციელის” როლს არ ითამაშებს – ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა. მან სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის შესახებ საკუთარი პოზიცია დაიცვა სიტყვით გამოსვლისას და ცალკე, სამხედრო ლიდერებთან შეხვედრაზე. ტრამპი ერაყში რამდენიმე საათი იმყოფებოდა. ერაყის პრემიერ-მინისტრთან ადელ აბდელ მაჰდისთან შეხვედრა გადაიდო და მხოლოდ სატელეფონო დიალოგი შედგა – “ამერიკის ხმა” წერს.

სამხედრო ბაზაში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა საკუთარი პოლიტიკა “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დაიცვა, რომელიც, ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობაზე უარს გულისხმობს. ამერიკელები თვლიან, რომ ომები ახლო აღმოსავლეთში უსასრულოდ იწელება. “აშშ-ს არ შეუძლია მომავალშიც მსოფლიო პოლიციელი იყოს” – თქვა ტრამპმა. “სამართლიანი არ არის, როცა ეს სიმძიმეები ჩვენზე ტყდება, ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყნები მომავალშიც გვიყენებდნენ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს იყენებდნენ საკუთარი დაცვისთვის. ისინი ამისთვის არ იხდიან, ახლა კი მოუწევთ… ჩვენ ვართ მთელს მსოფლიოში. ჩვენ ისეთ ქვეყნებშიც კი ვართ, რომელიც არც გაგვიგია. სიმართლე გითხრათ, ეს სისულელეა” – დაამატა ტრამპმა.

პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამერიკელი ჯარისკაცების კონფლიქტის ზონებიდან გაყვანა იყო.
ერაყის შემდეგ დონალდ ტრამპი გერმანიაში შეჩერდა, სადაც მას სამხედროებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატიავენაში ეკლესიას დაესხნენ თავს