ვენაში ეკლესიას დაესხნენ თავს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორი უცნობი მამაკაცი ეკლესიაში მყოფ ხალხს თავს დაესხა, რომლის შედეგადაც 8-დან 15-მდე პირი დაშავდა – გამოცემა Kronen Zeitung-ი ავრცელებს. თავდასხმა ვენის 21-ე რაიონში დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაშავებულთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ვარსიით, სავარაუდოდ, საუბარია ძარცვის ფაქტზე. ყველა დაჭრილი პირი ადგილობრივი მღვდელთმსახურია.
ამ დროისთვის გადაკეტილია ეკლესიის მიმდებარე ქუჩები. ქალაქში გამოცხადებულია გეგმა “დაკავება”. ბოროტმოქმედების დაკავების საქმეში ჩართული არიან პოლიციაც და ანტიტერორისტული განყოფილების სპეცდანიშნულების რაზმიც. ქალაქის პოლიცია აცხადებს, რომ “ტერორისტული მოტივი ყველა შემთხვევაში გამორიცხულია”.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მსოფლიო “პოლიციელის” როლს არ ითამაშებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსული აგენტურის ქსელი აღმოაჩინეს