გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მოწოდებას აკეთებს

გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ადგილის პრეტენდენტია, რომელიც მან საერთაშორისო ორგანიზაციის რეფორმის შემდეგ უნდა მიიღოს – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა 27 დეკემბერს სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. მინისტრის თქმით, ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც 70 წლის წინ შეიქმნა, უკვე მოძველდა და რეფორმებს საჭიროებს, რომ “თანამედროვე მსოფლიოში ძალთა გადანაწილება აღბეჭდოს”. მაასმა აღნიშნა, რომ გერმანის საერთაშორისო არენაზე ბევრ პასუხისმგებლობას იღებს სხვადასხვა პრობლემების გადასაწყვეტად. ის მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელიც ჰუმანიტარულ საჭიროებებზე ყველაზე მეტს ხარჯავს. ამავე დროს, ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, მიგრაცია და სხვა, მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით მიიღწევა. მინისტრის თქმით, გაეროს წევრთა უმეტესობა რეფორმის იდეას მხარს უჭერს. “ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით ამ თემის დღის წევრიგში შეტანით” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.

გაეროს რეფორმირების შესახებ დისკუსიები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამერიკულ “აღფრთოვანების რეიტინგს” მიშელ ობამა მოექცა სათავეში
შემდეგი სტატიატრამპმა განაცხადა, რომ აშშ მსოფლიო “პოლიციელის” როლს არ ითამაშებს