ტრამპმა და მერკელმა ანტირუსული სანქციები განიხილეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა. “ჩვენ აშშ-ს ადმინისტრაციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ… რომ ერთმანეთს გავუზიაროთ აზრი იმის შესახებ, რა შედეგები შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მოყვეს” – მერკელმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, სადაც ტრამპთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. მან კმაყოფილება გამოთქვა აშშ-სთან თანამშრომლობით – პრეს-კონფერენცია 27 აპრილს ვაშინგტონში შედგა – “დოიჩე ველე” წერს.

დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, გერმანია ისევ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას თავდაცვისთვის არასაკმარისი ფინანსები აქვს გამოყოფილი. გერმანია თავდაცვაზე მშპ-ის არანაკლებ 2%-ს უნდა ხარჯავდეს – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა შეასრულებს ამ მიზანს. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან გერმანია მშპ-ის 1,3%-ს დახარჯავს თავდაცვაზე, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის 1,25%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ახალდაბადებულ პრინცს ლუი არტურ ჩარლზი დაარქვეს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას გაერთიანების საკუთარი არომატი გაუჩნდა