ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას გაერთიანების საკუთარი არომატი გაუჩნდა

უკანასკნელი 11 წლის მანძილზე პირველად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის აღსანიშნავად, კორეის გაერთიანების სამინისტრომ პარფიუმერიის კოლექცია წარადგინა – Korea Herald-ი ავრცელებს.

ხაზი რამდენიმე არომატისგან შედგება და საერთო სახელი Reunification Perfume (გაერთიანების არომატი) ქვია. კოლექციაში შევიდა სუნამო The Scent of Hamgyeongnamdo, Haedanghwa სამხრეთაზიური ვარდის Рагоса-ს ნოტებით, The Scent of Pyeongannamdo, Daedonggang ფიჭვის წიწვის ნოტებით და The Scent of Hwanghaedo, Haeju ზღვის აკორდით.
ორგანიზატორების თქმით, არომატები კორეელებში ნოსტალგიურ გრძნობებს აღვიძებს.

27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთკორეელი ლიდერები ნახევარკუნძულის ატომურ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. ასევე, დღეს მათ ოფიციალურად დაასრულეს საომარი მდგომარეობა, რომელშიც ორივე მხარე 1950-იანი წლებიდან იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა და მერკელმა ანტირუსული სანქციები განიხილეს
შემდეგი სტატიატრამპს კიმ ჩენ ინის სჯერა