ბრიტანეთის ახალდაბადებულ პრინცს ლუი არტურ ჩარლზი დაარქვეს

ბრიტანეთის ახალდაბადებულ პრინცს ლუი არტურ ჩარლზი დაარქვეს. ის 23 აპრილს დაიბადა პადინგტონში წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში. ლუი არტურ ჩარლზი პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითის მესამე შვილია. ახალდაბადებული რიგით მეხუთე ტახტის მემკვიდრეა თავისი ბაბუის – პრინც ჩარლზის, მამის – პრინც უილიამის, ძმის – პრინც ჯორჯისა და დის – პრინცესა შარლოტას შემდეგ – “ბიბისი” წერს.
კეიტმა და უილიამმა შეკრებილ საზოგადოებას ბავშვი დაბადებიდან 6 საათის შემდეგ აჩვენეს.

banner
წინა სტატიაშიპაშინიანმა მიტინგზე რუსეთთან ურთიერთობებზე ილაპარაკა
შემდეგი სტატიატრამპმა და მერკელმა ანტირუსული სანქციები განიხილეს