ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე სტუდენტებმა აშშ-ს დროშა დაწვეს

ვაშინგტონში სტუდენტებმა, რომლებიც ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალ დრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ, სახელმწიფო დროშა დაწვეს წერს The Washington Post-ი.
ინციდენტი ამერიკის უნივერსიტეტში მოხდა. კამპუსში შეკრებილმა ასობით ახალგაზრდამ პლაკატები გამოფინა: “შავების ცხოვრებას მნიშვნელობა აქვს”, “შევაჩეროთ რასიზმი”, “გამოდი ქსენოფობიის წინააღმდეგ”. ახალგაზრდების ჯგუფმა სახელმწიფო დროშები დაწვეს, მათ შორის რამდენიმე ყვიროდა “ეშმაკს წაუღია თეთრი ამერიკა”. დროშის დაწვას რამდენიმე სტუდენტი შეეწინააღმდეგა, მაგრამ უშედეგოდ.

“ჩვენ არ ვამართლებთ დროშის დაწვას, მაგრამ ეს სიტყვის თავისუფლების დემონსტრირებაა” – განაცხადეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე : ეროვნული ბანკი არ დუმს, ის ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა
შემდეგი სტატიადუტერტემ ტრამპთან მსგავსება იპოვა