საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს

საქართველოს კონროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ამ წუთებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ათვალიერებს, რისი ფოტო და ვიდეო გადაღება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელიას სუიციდის ფაქტის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა თაგილონი-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

banner
წინა სტატიაში,,ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილისგან საყვედურსა და ხელის გამოშვერას ვერ მივიღებ”
შემდეგი სტატიატრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს