ტრამპის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქალი თავისუფების ქანდაკებაზე აძვრა (ვიდეო)

კუნძულიდან, რომელიც ნიუ-იორკშია და რომელზეც თავისუფლების ქანდაკებაა, პოლიციამ ვიზიტორთა ევაკუაცია მოახდინა ქალის გამო, რომელიც ქანდაკებაზე იყო ასული. შემთხვევა 4 ივლისს მოხდა, როცა აშშ დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა. სამართალდამრღვევი პოლიციამ დააპატიმრა – The New York Times-მა გაავრცელა.
ტერეზა ოკუმუ სტატუეტის ფეხზე დონალდ ტრამპის პოლიტიკის გასაპროტესტებლად აძვრა. პოლიციელების მოთხოვნაზე, ქანდაკებიდან ჩამოსულიყო, ტერეზა უარს ამბობდა, ამიტომ სამართალდამცველები იძულებული იყვნენ ის ძალით ჩამოეყვანათ.
ტერეზა ოკუმუს ხელში ეჭირა მაისური წარწერით Rise and Resist (ამბოხდი და შეეწინააღმდეგე). როგორც dailymail-მა გაავრცელა, კუნძულიდან 4 500-მდე ვიზიტორი გაიყვანეს ოკუმუს ქანდაკებიდან ჩამოყვანის ოპერაციისას.

დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მიგრანტების ოჯახების დაყოფისა და ბავშვების მშობლებთან იძულებით განშორების გამო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცნენ. სამიგრაციო პოლიტიკის პროტესტის ნიშნად აშშ-ში თითქმის ყოველდღე ტარდება საპროტესტო აქციები.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=vEIcZBckL90&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიDW: რატომ არ სურთ საქართველოს ნატოში მიღება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სიძეს სამი ტყვია ესროლეს, გოგოჭურს ოპერაცია უტარდება