ტრამპის მოკავშირე: მოსმენების მტკიცებულებები არ არსებობს

აშშ-ს კონგრესში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა დევინ ნუნესმა განაცხადა, რომ ის არ ადასტურებს დონალდ ტრამპის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრედიზენტო არჩევნების დროს, ბარაკ ობამას განკარგულებით, ახლანდელი პრეზიდენტის მოსმენები ხდებოდა. “მე არ მინახავს ტრამპის მოსმენების მტკიცებულებები” – განაცხადა ნუნესმა პრეს-კონფერენციაზე.

კონგრესმენმა ასევე, დააანონსა, რომ 20 მარტს მის კომიტეტში ტრამპის ჯგუფისა და რუსეთის კავშირებზე გამოძიების მასალების მოსმენები დაიწყება.
შეგახენებთ, რომ გასულ შაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონის პერიოდში ბარაკ ობამა მის ტელეფონს უსმენდა.

banner
წინა სტატიაშიGuardian-ი: Wikileaks-ი რუსეთის აგენტივით იქცევა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავენ