Guardian-ი: Wikileaks-ი რუსეთის აგენტივით იქცევა

ყველა მსხვილი ბრიტანული გამოცემა დღეს Wikileaks-ის საიტზე გამოქვეყნებულ მასალაზე წერს, რომელიც აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში არსებულ ჰაკერულ არსენალს ეხება.
Guardian-ი ჯულიან ასანჟის მიერ გამოქვეყნებულ მასალას რუსეთისა და ამერიკის სადაზვერვო უწყებებს შორის მიმდინარე ბრძოლას უწოდებს, რომელშიც საიტი “ვიკილიქსი” რუსეთის მხარეს ირჩევს.

უკანასკნელი თვეების მანძილზე დონალდ ტრამპმა არა ეთხელ დაამცირა ამერიკული დაზვერვა და მიესალმა “ვიკილიქსის” მოღვაწეობას. Wikileaks-ისადმი დამოკიდებულება 2010 წელს შეიცვალა დასავლეთში, როცა საიტმა პირველად გამოაქვეყნა საიდუმლო ამერიკული დოკუმენტები, რომელიც ერაყისა და ავღანეთის ომებს შეეხებოდა, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკის საელჩოების მუშაობას.

მაშინ ჯულიან ასანჟს, რომელიც საიტის დამაარსებელია, ომების მოწინააღმდეგეები მიესალმნენ. მაგრამ 2016 წლის აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, რომელიც უგამონაკლისოდ ჰილარი კლინტონს შეეხებოდა, “ვიკილიქსს” უფრო სკეპტიკურად უყურებენ – წერს “გარდიანი”. მაშინ, ერთ-ერთი გამოსვლისას დონალდ ტრამპმა თქვა: “მე მიყვარს “ვიკილიქსი”. ამერიკულმა დაზვერვის სამსახურებმა იმ პერიოდში დარწმუნებით განაცხადეს, რომ ასანჟის მასალების უკან რუსული დაზვერვა დგას, თუმცა, ასანჟი ამას უარყოფს. შეკითხვაზე, თუ რატომ არ აქვეყნებს ასანჟი რუსეთზე მასალებს, ის პასუხობს, რომ მასთან ინგლისურენოვანი დოკუმენტები ხვდება, რუსულენოვანებს კი სხვადასხვა მისამართზე აგზავნის.
“გარდიანის” თქმით, საიტი აქვეყნებს მასალებს, რომელიც მიმართულია ანგელა მერკელის წინააღმდეგ, მიმდინარე მომენტში კი, მუშაობს იმაზე, რომ საფრანგეთში მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს, რომელსაც “რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატიც” შეიძლება დაერქვას – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საიტმა Wikileaks-ი ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც, პუბლიკაციის ავტორების თქმით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ჰაკერულ ხრიკებს ააშკარავებს. აღნიშნულ დოკუმენტებში, საუბარია კომპიუტერებისა და სმარტფონების ვირუსებზე, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც “ჭკვიან” ტელევიზორებს მოსასმენ აპატარად იყენებს.

დოკუმენტების მიხედვით, კიბერიარაღების არსენალში, რომელიც თითქოსდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გააჩნია, არის ვირუსები, რომელთაც Windows-ის, Android-ის, iOS-ის, OSX-ის და Linux-ის ოპერაციული სისტემების და ასევე, ინტერნეტ-როუტერების დავირუსება შეუძლიათ.
აღნიშნულის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, სტატიის ავტორების თქმით, აშშ-შია შემუშავებული, თუმცა, ამერიკელებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური მი-5 დაეხმარა Samsung-ის ტელევიზორებში ქსელის შექმნასა და შეღწევაში.
აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ და ბრიტანეთის შსს-მ “ვიკილიქსის” პულიკაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი” რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორს და ობიექტურს უწოდებს
შემდეგი სტატიატრამპის მოკავშირე: მოსმენების მტკიცებულებები არ არსებობს