ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავენ

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავენ, რომელშიც რუსთავი 2-ზე „მიმდინარე ზეწოლის გამო“ შეშფოთებას გამოთქვამენ.

„არხის მფლობელების და შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რაც რუსთავი 2-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ კიდევ ერთ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას. ეს ძირს გამოუთხრის საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები… მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად სასამართლო სისტემის გამოყენებისგან,”- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ჩვიდმეტი ევროპარლამენტარი აწერს.

როგორც „აქცენტს“ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განუცხადა, აღნიშნული წერილის ასლები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანს გაუგზავნეს.

წყარო: “აქცენტი”

banner
წინა სტატიაშიტრამპის მოკავშირე: მოსმენების მტკიცებულებები არ არსებობს
შემდეგი სტატიაჩინეთი ფხენიანს სარაკეტო და ატომური ტესტების შეწყვეტისკენ მოუწოდებს