აშშ-ს შემდეგ ევროკავშირი არ დატოვებს ირანთან შეთანხმებას, პირიქით, მხარეებს ხელშეკრულების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ გაერთიანების საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ევროკავშირი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს მოქმედებას და საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვას” – თქვა მოგერინიმ. “განსაკუთრებით მაღელვებს ახალი სანქციების შემოღების შესახებ განცხადება” – დაამატა მან და გაიხსენა, რომ ირანთან დადებული ხელშეკრულება 12 წლიანი დიპლომატიური მუშაობის შედეგი იყო და ის “მსოფლიო თანამეგობრობას ეკუთვნის… შეთანხმება მოქმედებს და თავის ამოცანას ასრულებს, გარანტიას გვაძლევს, რომ ირანი ატომურ იარაღს არ შექმნის” – თქვა დიპლომატმა.
აშშ-ს პრეზიენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მან ფინანსთა სამინისტროს ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მომზადება დაავალა.