ტრამპის ახალი ლიმუზინი სახელად “მხეცი” აშშ-ს 15 მილიონი დოლარი დაუჯდება

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე მიიღებს თავის ლიმუზინს, რომელსაც “მხეცი” შეარქვეს. ქვეყანას მანქანის შეკვეთა 15 მილიონი დოლარი დაუჯდა –  წერს Daily Mail-ი.
ახლა ახალი ავტომობილის ტესტირება მიმდინარეობს. ლიმუზინის ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია, თუმცა, ცნობილი გახდა ის, რომ მანქანა ბრონირებული იქნება და მას ტყვიაგაუმტარი შუშები ექნება. ქსელში მანქანის ფოტო გამოქვეყნდა. ის შავი ფერის არის, მაგრამ ვერცხლისფერი დანამატები აქვს კომუფლიაჟის მსგავსად.
მანქანის შექმნა 2013 წელს დაიწყო.
სახელმწიფომ General Motors-ს 15 მილიონი დოლარი გადაუხადა. მსგავსი 12 ცალი მანქანის შეკვეთაა დაგეგმილი.
“მხეცის” დებიუტი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრეა დაგეგმილი.

3

banner
წინა სტატიაშიდუტერტემ ტრამპთან მსგავსება იპოვა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს