ტრამპი რესპუბლკელ კონსერვატორებს დაემუქრა, მათ ტრამპის საქციელი მეხუთეკლასელისას შეადარეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა კონგრესელი რესპუბლიკელი-კონსერვატორები იმის გამო, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს “ობამაქეირის” გაუქმებას – შესაბამისი განცხადება მან “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე განათავსა. ტრამპის მრისხანება გამოიწვიეს რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, რომლებიც ცნობილი არიან როგორც Freedom Caucus. პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევისათვის, თუკი ისინი მისთვის ფეხის დადებას არ შეწყვეტენ, შესაძლოა მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე სავარძლები დაკარგონ.
“Freedom Caucus-ი რესპუბლიკელების საქმეს ავნებენ, თუკი ისინი საერთო გუნდში არ დაიწყებენ მუშაობას. 2018 წელს მათ წინააღმეგ მოგვიწევს ბრძოლა, და დემოკრატების წინააღმდეგ” – დაწერა ტრამპმა .
ტრამპს პასუხი კონგრესმენმა ჯასტინ ემეშმა გასცა, რომელმაც პრეზიდენტის საქციელი მეხუთეკლასელისას შეადარა და ის გააფრთხილა, რომ მათი გუნდი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, მან ასევე ტრამპს ურჩია ნუ იყენებს მუქარის პოლიტიკას მოწინააღმდეგეებისადმი.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშში რვა ისლამისტმა თავი ყუმბარით აიფეთქა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია მერობის კანდიდატი თვითმართველობის არჩევნებზე?