ტრამპი: მექსიკა საზღვარზე კედლისთვის მოგვიანებით გადაიხდის

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ დაუბრუნდა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თემას, ის ამჯერადაც ამტკიცებდა, რომ კედლის ხარჯებს მექსიკა გაიღებს.
“არაგულწრფელი მედია არ წერს, რომ ყველა ფული, რომელიც დიდი კედლის მშენებლობაზე დაიხარჯება, მოგვიანებით დაბრუნებული იქნება მექსიკელებისგან” – “ტვიტერში” დაწერა ტრამპმა. ამასთანავე, პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მექანიზმებით დააბრუნებს მექსიკა თანხას.
შეგახსენებთ, რომ მექსიკასთან კედლის მშენებლობა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ის დაპირება იყო, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიტაივანში პოლიტიკოსის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზის მოცეკვავე იყო მოწვეული
შემდეგი სტატიაგერმანული კუნძულის სანაპიროზე ასობით ათასი “კინდერ-სიურპრიზი” იპოვეს