ტრამპი კისინჯერის რჩევით, რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენას უტოვებს?

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დავალებით რუსეთთან ნორმალიზების გეგმას და უკრაინის საკითხის გადაწყვეტას შეიმუშავებს… აცხადებს გერმანული Bild-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ევროპული სპეცსამსახურის წყაროებს ეყრდნობა, რუსეთთან ნორმალიზაციის გეგმის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იგეგმება რუსეთისათვის სანქციების მოხსნა, რომელიც კისინჯერის იდეაა. კისინჯერს მიაჩნია, რომ ჩინეთის გაძლიერების ფონის გათვალისწინებით, აშშ-მ რუსეთთან ნორმალიზება და დაახლოება უნდა შესძლოს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ კისინჯერი რეკომენდაციას უწევს ტრამპს, რათა აშშ-მ რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა ,,დაუტოვოს,, … საუბარია აგრეთვე უკრაინის პრობლემის გადაწყვეტაზეც, სადაც რუსეთი გარანტიებს იძლევა დონბასის უსაფრთხოებაზე და სანაცვლოდ დასავლეთი ,,ყირიმზე აღშფოთებას,, შეწყვეტს, წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ევრაზიული კავშირის სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა
შემდეგი სტატიაროგორ გადაურჩა ტოტო კუტუნიო Ту-154-ს ტრაგედიას