ლუკაშენკომ ევრაზიული კავშირის სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკო, 26 დეკემბერს სანკტ პეტერბურგში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა ტრადიციულ სამიტს, რომელიც კავშირის ქვეყნებს შორის ინტეგრაციას ეძღვნებოდა, იგნორირება გაუკეთა… ის უბრალოდ არ ჩავიდა სამიტზე და ჩაუსვლელობის მიზეზიც ამ დრომდე არ აუხსნია.

რუსი ექსპერტების მიერ  მედიაში გამოთქმული შეფასებებით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ამ ჟესტით სურს ,,გააძლიეროს რუსეთზე უხეში ზეწოლა,, რომელმაც ბელორუსთან ვერც გაზისა და ვერც ნავთობის ფასზე მოლაპარაკებას ვერ მიაღწია. ბელორუსი ვერ აღწევს აგრეთვე შეთანხმებას რუსეთთან საკუთარი პროდუქციის შეტანაზე…

სამიტზე ლუკაშენკოს ჩაუსვლელობის უხერხულობისაგან განმუხტვას შეეცადა რუსეთი პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც პრესასთან განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ჩაუსველობა სამიტის მიმდინარეობას დე-ფაქტოდ ხელს ვერ შეუშლიდა…

,,მე არ ვიცი რატომ არ ესწრება ბელორუსის პრეზიდენტი… წესით ამაზე განმარტება მის ადმინისტრაციას უნდა გაეკეთებინა… თუმცა მისი არყოფნა, დე-ფაქტოდ სამიტზე განსახილველ საკითხებზე მუშაობას ხელს ვერ შეუშლის,, განაცხადა პესკოვმა.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ევრაზიული კავშირში რუსეთის სახელმწიფო მდივან გრიგორი რაპოტასთან შეხვედრისას ლუკაშენკომ აშკარად მიანიშნა, რომ თუ რუსეთი ასე გააგრძელებდა, ის დააყენებდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან მისი ქვეყნის გასვლის საკითხს…

,,რამდენიმე თვეა, რაც ვერ ვახერხებთ, რუსეთთან გაზის ფასზე შეთანხმებას… ამის ფონზე კი, რუსეთმა ნავთობის მიწოდება შეუმცირა ბელორუსს… ამას კი ჩვენ გავიხილავთ როგორც ზეწოლას ბელორუსზე… ზეწოლას კი – მე არ მოვითმენ.. და არც ბელორუსი.

 ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტების, კონკრეტულად კვების პროდუქტების, რომელსაც ჩვენ ევროკავშირსაც ვაწვდით, რუსეთში შეტანის დაბლოკვა ხდება… რუსეთში ისინი რატომღაც უხარისხოა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კარგი ხარისხის პროდუქტები, რომელსაც მისაღებ ფასში გაწვდით, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი რუსი ოლიგარქების ჯიბეებს ურტყამს… ისინი კი რუსეთის მთავრობას აწვებიან (თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით) და მთავრობა ჩინოვნიკებს აძლევს ბრძანებას ,,ეცი,, რომ ჩვენი პროდუქტები დაიბლოკოს. ამიტომ მე გავეცი განკარგულება ჩემს მთავრობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას… რათა ჩვენ დავიწყოთ სერიოზული ანალიზი იმისა, ღირს თუ არა ჩვენი მონაწილეობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა… ჩვენ რატომ უნდა ვარჩინოთ ამ უსარგებლო ორგანიზაციის ათასამდე ჩინოვნიკი? რა შედეგი გვაქვს? რატომ უნდა ვუხადოთ ფული და რატომ შევინახოთ მოსკოვში მაღალი კლასის სპეციალისტები? ამ ორგანიზაციაში ჩვენ უკვე ვარღვევთ ყველაფერს, რაზეც შევთანხმდით,, განუცხადა ლუკაშენკომ რუს ჩინონიკს სამიტამდე სამი თვით ადრე.

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის მიერ მართული 14 ,,კანონიერი ქურდი,, ქვეყნიდან გააძევა
შემდეგი სტატიატრამპი კისინჯერის რჩევით, რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენას უტოვებს?