ტრაგიკული შემთხვევა “სარაჯიშვილის” მეტროში – ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე მამაკაცი, გარდაიცვალა

მეტრო სარაჯიშვილზე, ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მგზავრი ახალგაზრდა მამაკაცია.

თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს
შემდეგი სტატია„გახარია ქართულ პოლიტიკაში ახალ სტილს ამკვიდრებს და ყველაზე ადეკვატურად გამოიყურება“