ზუგდიდში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს

ზუგდიდის ცენტრში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანეს.

“თაიმერის” კორესპოდენტის ცნობით, გატეხილია 5 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

არსებული ინფორმაციით,   მამაკაცი რომელმაც ჩასარიცხი აპარატები დააზიანა ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებულია მხოლოდ აპარატები და თანხა წაღებული არ არის. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში ოთხი ადამიანი მოკლა, დაკავებულია
შემდეგი სტატიატრაგიკული შემთხვევა “სარაჯიშვილის” მეტროში – ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე მამაკაცი, გარდაიცვალა