“ტყუილია რუსეთის განცხადებები, რომ საქართველოსთან დათბება ურთიერთობა ან სავიზო რეჟიმი გაუქმდება” -სერგო რატიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ლაპარაკი, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდება და საქართველოსთან ურთიერთობა დათბება ტყუილია, რადგან რუსეთი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს თუ ქართული მხარე პოზიციებს დათმობს და საქართველოს ინტერესების დაზარალების ხარჯზე დაიწყებს მოლაპარაკებებს. რატიანის თქმით, გრიგორი კარასინის განცხადებები არაფრის მომცემია.

„ამბობენ, რომ დათბება ურთიერთობა ან სავიზო რეჟიმი გაუქმდება, მაგრამ როგორც წესი ეს არის ტყუილი. თუ ბიძინა ივანიშვილი დათმობს გარკვეულ პოზიციებს და საქართველოს ინტერესების ხარჯზე დაიწყებს მოლაპარაკებას, შესაძლებელია ეს ასეც იყოს,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიკერძო სექტორში 20 ლარიანი, ხოლო საჯაროში 135 ლარიანი მინიმალური ანაზღაურება არაადეკვატური და სასაცილოა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: ზვარეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ