ომბუდსმენი: ზვარეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზვარეში მუშების ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისი ინციდენტის გამოძიებას თვალყურს მიადევნებს.
“დავინტერესდით ზვარეში მიმდინარე მოვლენებით, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ პროცესში ჩართული ყველა მხარისგან. გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას ” – თქვა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ტყუილია რუსეთის განცხადებები, რომ საქართველოსთან დათბება ურთიერთობა ან სავიზო რეჟიმი გაუქმდება” -სერგო რატიანი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა