“ტყიბულის შახტების კონსერვაცია ჩვენთვის მიუღებელია,”- ელისო ჩაფიძე ტყიბულში ჩავიდა

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებთან ელისო ჩაფიძე ჩავიდა. მაჟორიტარი დეპუტატი მოლაპარაკებას ყველა მხარესთან გამართავს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. ტყიბულის შახტების კონსერვაცია მიუღებელია ჩვენთვის. მხარეებს ვთავაზობ, რომ მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან სასამართლოში წავიღოთ სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად,“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ტყიბულელ მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მაღაროელები და მათი მხრადამჭერები დილიდან ისევ საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენტამდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების მიზნით მენეჯმენტი იძულებულია გარკვეული უბნების კონსერვაცია განიხილოს.

banner
წინა სტატიაში,,ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს რომ ვხედავდი დოლარები არ მელანდებოდა”
შემდეგი სტატიაგანათლების კომიტეტი საგან “მე და საზოგადოებას” განიხილავს – სხდომას ლევან ვასაძეც ესწრება