განათლების კომიტეტი საგან “მე და საზოგადოებას” განიხილავს – სხდომას ლევან ვასაძეც ესწრება

ამ წუთებში პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა იწყება. სხდომას განათლების მინისტრის მოადგილეც ესწრება. კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ ბიზნესმენი ლევან ვასაძეც მივიდა.

ცნობილია, რომ ვასაძე განათლების სამინისტროს წინააღმდეგ არსებული პეტიციის ერთერთი ავტორია, რომელიც სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის მე და საზოგადოების დამატებას აპროტესტებს.

როგორც ირკვევა, ლევან ვასაძე სხდომაზე თავად კომიტეტის აპარატმა მიიწვია. საზოგადოების ნაწილმა დღეს წარადგინა ის მოთხოვნა, რომელიც წერილობით მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს უკვე გაეგზავნა. ბიზნესმენთან ერთად იმყოფებიან სამღვდელოების წარმომადგენლები და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრები.

მათი მთავარი მოთხოვნაა სწავლებიდან ამოღებული იყოს საგანი მე და საზოგადოება. ვინაიდან, როგორც პეტიციაშიც არის დაფიქსირებული, ეს შეიცავს გენდერული იდენტობის ამსახველ თემატიკას, რაც მომავალი თაობის ზნეობრივ განვითარებას ხელ უშლის.

განათლების მინისტრის მოადგილე დღევანდელ სხდომაზე აპირებს წარადგინოს პრეზენტაცია. როგორც ლია გიგაური ასევე უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შექმნილი აჟიოტაჟი არის გაზვიადებული და საფრთხის შემცველი ამ კურში არაფერია.

banner
წინა სტატიაში“ტყიბულის შახტების კონსერვაცია ჩვენთვის მიუღებელია,”- ელისო ჩაფიძე ტყიბულში ჩავიდა
შემდეგი სტატიასოფელ მაწიმში მცხოვრებმა 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო