გროზნოში თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა თავი

ინციდენტი გროზნოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს თვითმკვლელის გარდა არავინ დაშავებულა. მისი იდენტობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
ჩეჩენი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა შეამჩნიეს ქალი, რომელიც არაადეკვატურად მართავდა მანქანას და მას გაჩერება სთხოვეს დოკუმენტების შემოწმების მიზნით. ქალმა მანქანა არ გააჩერა და პოლიციის პოსტისკენ აიღო გეზი. სამართალდამცველებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამ დროს კი მძღოლმა თავი აიფეთქა.
თვითმკვლელის მოტივები და მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება – რუსული “რია-ნოვოსტი” წერს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში მოკლული საუდელი ჟურნალისტის სიმბოლური დაკრძალვა შედგა
შემდეგი სტატიაTimes: ინტერპოლის ხელმძღვანელად, შესაძლოა, რუსი გენერალ-მაიორი დანიშნონ