ტილერსონი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რეკს ტილერსონი იმედოვნებს, რომ მისი მოსკოვში ვიზიტი და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. “იმედი მაქვს, ეს შეხვედრა ღია, გულწრფელ დიალოგს შეუწყობს ხელს, რომ ჩვენ ურთიერთობის გაგრძელება შევძლოთ დადებითი მიმართულებით” – განაცხადა ტილერსონმა მოლაპარაკებების დაწყებამდე.
ტილერსონმა და ლავროვმა განაცხადეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლასთან, შესაძლოა, ერთობლივი პლატფორმით მოქმედება.

“შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ხდება, როცა ჩვენ ერთმანეთის პოზიციების ახსნას ვაპირებთ და ისეთ სფეროებზე საუბარს, სადაც ჩვენი მიზნები, ამოცანები და ინტერესები თანხვედრაშია, ტაქტიკური მიდგომების მიუხედავად” – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა.
“ჩვენი შეხვედრა ძალიან დროულია, ეს შეხვედრა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც პრეზიდენტებმა ტრამპმა და პუტინმა მოილაპარაკეს, ღიად და გულწრფელად განიხილოთ სამომავლო პერსპექტივები” – თქვა ლავროვმა.

ტილერსონი-ლავროვის შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის მთავრობას იმაზე ნაკლებად ენდობა, ვიდრე თავის დროზე ობამას მთავრობას ენდობოდა.

banner
წინა სტატიაშიპროფესიული განათლების იმიჯის ასამაღლებლად ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 172 100აშშ დოლარით 10 პროექტი დააფინანსა
შემდეგი სტატიადავით დარსაველიძე: ,,ჩვენი გუნდის მიერ წამოწყებული ყოველი საქმე თუ ნებისმიერი ინიციატივა საჭიროებების შესწავლისა და მათზე საპასუხო ქმედებების ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვია”