ტიკარაძე – უახლოეს მომავალში ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინის შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

“შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომლითაც მე უნდა ავცრილიყავი, ვინაიდან ჩინურთან მიმართებაშიც ასევე არაერთი კითხვა არსებობს და ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჩინური ვაქცინის შემოტანის, თუმცა აქ ჩვენ დავიცავით პრინციპი, სავალდებულოდ ვთვლით, რომ უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხირდან აღიარებული.

ეს ვაქცინა ამ ეტაპისთვის არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვაქცინა ჩავთვალოთ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ. აქედან გამომდინარე, ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში”, – თქვა მან “იმედის დილის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის
შემდეგი სტატიაკახაძე – განწყობა კარგი მაქვს, ვაქცინაცია არის აბჯარი, წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება