ტიკარაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოფხვრილია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხარვეზი ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

საუბარია იმაზე, რომ დილით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქეების აცრა ვერ მოხერხდა.

მინისტრის თქმით, იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გადააზღვიონ მსგავსი პრობლემები, რომლებიც რუსთავშიც დაფიქსირდა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში ეს პირველი შემთხვევა იყო. მე პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაციაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია, თუმცა მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი არის აღმოფხვრილი. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებში განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება, გადავაზღვიოთ მსგავსი პრობლემები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ვაქცინების შესყიდვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ექს-პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა
შემდეგი სტატიათურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით