სომხეთის ექს-პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა

ბლოკი “სომხეთი”, რომელსაც სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს,საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სადავოდ მიიჩნევს. “ისინი (შედეგები) მკვეთრად ეწინააღმეგებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ცხოვრების შედეგებს, რომლის მოწმეებიც უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში გავხდით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, მათ შორის, საერთაშორისო, და ბოლოს – ჯანსაღ აზრს” – ბლოკში განაცხადეს.

“აგიტაციის პერიოდში ოპოზიციური ძალების ხალხმრავალი მიტინგები და მთავრობის არახალხმრავალი ღონისძიებები, ნდობის კრიზისი, ქვეყანაში სულ სხვა საზოგადოებრივ განწყობაზე მიუთითებდა. უნდობლობის სერიოზული საფუძველი – ეს ასობით სიგნალია, რომელიც არჩევნების დღეს სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან მოდიოდა და ის არჩევნების შედეგების სისტემურ, ადრე დაგეგმილ ფალსიფიცირებაზე მიუთითებს” – განცხადებაშია ნათქვამი.

ბლოგი “სომხეთი” დაფიქსირებული დარღვევების დაუყოვნებელ და ღრმა შესწავლას მოითხოვს. სანამ ყველა ეჭვი არ გაიფანტება, ბლოკი შედეგებს არ აღიარებს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ნიკოლ პაშინიანის პარტიამ 53,92%-ით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ბლოკი “სომხეთი” გავიდა 21,04%-ით, მესამეზე 5,25%-ით ბლოკი “პატივი მაქვს” .

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: რთულია, ზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ
შემდეგი სტატიატიკარაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოფხვრილია