ტიკარაძე – პოლიციისა და ჯარის ჩართულობით ვაქცინაციის სათადარიგო სია შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება პოლიციისა და ჯარის ჩართულობით, კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთების სათადარიგო სიები შეიქმნას.

“ამ ეტაპისთვის დაკარგული არის დაკარგული 3% დოზა [ვაქცინის] ეს არის 181 დოზა, და შემდგომში რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყევტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით, მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ადამიანების ვაქცინაციაში ჩართვა 5 აპრილიდან მოხდება.

დღეს, 31 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაში 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთონ, მათთან ერთად დაემატება კიდევ რამდენიმე რისკჯგუფიც:

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – “ფაიზერთან” 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით
შემდეგი სტატიაჩაფიძე გარდაცვლილ ექიმზე – ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში გამოვლინდებოდა