ტიკარაძე – არსებული რესურსით ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული რესურსით საქართველოს დღეში 17 000 ადამიანის აცრა შეუძლია. ამ თემაზე მან კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

“იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო 3 თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს”, – თქვა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – 2020 წლის განმავლობაში საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – ვაქცინაციის პროცესს საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს