საქსტატი – 2020 წლის განმავლობაში საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევათა 5,1% ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებაზე მოდის.

ამასთანავე, გარდაცვალების მიზეზებს შორის სჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8 პროცენტი, სიმსივნეები -16.0 პროცენტი და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები -7.9 პროცენტი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით.

5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში სჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში სჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.

banner
წინა სტატიაშიტოივო კლაარი – ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და თან ძალიან სწრაფად
შემდეგი სტატიატიკარაძე – არსებული რესურსით ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა